en
ge

მასწავლებლის როლი ძალადობაგამოვლილი ბავშვისა და მშობლის მხარდაჭერისას

იმერეთი. 25 მაისს, ბაღდათის მუნიციპალიტეტში ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" იურისტმა, ანა თავხელიძემ ადგილობრივი სკოლების მასწავლებლებთან ტრენინგი თემაზე – „მასწავლებლის როლი ძალადობაგამოვლილი ბავშვისა და მშობლის მხარდაჭერის პროცესში" ჩაატარა. ტრენინგს ასევე ესწრებოდნენ ადგილობრივი სოციალური მუშაკი და მედიის წარმომადგენლები.
„მასწავლებლებთან შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობდა. მათ მიერ დასმული კითხვები შეეხებოდა ძალადობის ფორმებსა და საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპულ დამოკიდებულებებს, რაც მასწავლებლების თქმით, განსაკუთრებულ ხელისშემშლელ ფაქტორს წარმოადგენს ძალადობაგამოვლილი ქალების მხარდაჭერის პროცესში", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023