en
ge

ხელისუფლებას მართლმსაჯულების სისტემის ძირეული ცვლილებისკენ მოუწოდებენ

თბილისი. მართლმსაჯულების სისტემის ძირეული რეფორმის მოთხოვნით, საზოგადოებრივი ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ.
„ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები ყურადღებით ვადევნებთ თვალს ბოლო დღეებში თბილისსა და სხვა ქალაქებში მიმდინარე მასობრივ პროტესტს და სოლიდარობას ვუცხადებთ სარალიძის და დადუნაშვილის ოჯახებს. მიმდინარე მოვლენებზე ხელისუფლების არასათანადო რეაგირება და პროტესტის ნიშნად ქუჩაში გამოსული ათასობით ადამიანი აშკარად მიუთითებს ქვეყანაში შექმნილ კრიზისულ ვითარებაზე. საზოგადოების მიერ გამოხატული საზოგადოებრივი პროტესტის ტალღა მხოლოდ ხორავას ქუჩაზე მომხდარი შემთხვევის არასათანადო გამოძიების პრობლემას არ უკავშირდება და ის უფრო ფართედ უსამართლო მართლმსაჯულების სისტემისა და სოციალური პოლიტიკის მიმართ საზოგადოებაში დაგროვილი უკმაყოფილების გამოხატულებაა", - ვკითხულობთ განცხადებაში, - „ამ ეტაპზე შექმნილი კრისიზული ვითარება მოითხოვს ხელისუფლების მხრიდან მკაფიო პოლიტიკური ნების გამოვლენას დაგროვილი სისტემური პრობლემების რეალური, დროული და ძირეული აღმოფხვრისათვის".
სრულად 
წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)