en
ge

სახალხო დამცველის ცხელი ხაზის ნომერი ღამის საათეში დროებით იცვლება

თბილისი. 2018 წლის 5 ივნისს მომხდარი მიწისძვრის შედეგად, გაუარესდა იმ შენობის მდგომარეობა, რომელშიც სახალხო დამცველის აპარატია განთავსებული.
როგორც სახალხო დამცველის მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, მომეტებული საფრთხიდან გამომდინარე, სახალხო დამცველმა ღამის საათებში ცხელი ხაზის ოპერატორების შენობიდან გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისად, რამდენიმე დღის განმავლობაში ოპერატორები სერვისს დისტანციურად განახორციელებენ.
„მივმართავთ მოქალაქეებს, 18:00 საათიდან 9:00 საათამდე, ცხელი ხაზის ნომრის - 1481-ის ნაცვლად, დაგვიკავშირდნენ ნომერზე - 598083006", - აღნიშნულია განცხადებაში.
სრულად 
წყარო: სახალხო დამცველის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023