აჭარა. „ბათუმის ახალგაზრდული ცენტრის" მოხალისეებმა დაგეგმეს და განახორციელეს ადვოკატირების კამპანია.
„რურუას ქუჩაზე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ნაგვის ურნების არ არსებობის გამო, მიმდებარე ტერიტორია იყო დაბინძურებული. მოხალისეებმა მიმართეს ქალაქ ბათუმის სანდასუფთავებას სამსახურს, რომელმაც უზრუნველყო ურნების განთავსება. კამპანიის ფარგლებში, ასევე, მოეწყო დასუფთავების აქცია და დამზადდა საინფორმაციო ბანერი, რომლითაც მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომ ნაგავი ჩაყარონ ურნებში", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში