21 ივნისს, „სამართლიანმა არჩევნებმა" და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, შეხვედრები გამართეს ქუთაისში და გურჯაანში. შეხვედრებზე ადგილობრივი ხელისუფლების, პოლიტიკური პარტიების, საარჩევნო ადმინისტრაციის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს სამი არასამთავრობო ორგანიზაციის - „სამართლიანი არჩევნების", საიას და საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს მიერ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისათვის შემუშავებული საკანონმდებლო რეკომენდაციები წარუდგინეს.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში