en
ge

სახალხო დამცველის აპარატი სამუშაო პროცესს დროებით აჩერებს

თბილისი. შენობის ავარიული მდგომარეობის გამო, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი სამუშაო პროცესს დროებით, 2018 წლის 2 ივლისამდე აჩერებს. ექსპერტიზის დასკვნით, შენობას მესამე ხარისხის დაზიანება დაუდგინდა. ამასთან, პრობლემას მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებით გამოწვეული ბიძგებიც ქმნის.
„მთავრობის უახლოეს სხდომაზე დაგეგემილია სახალხო დამცველის აპარატისთვის დამატებითი თანხის გამოყოფა, რაც დროებითი ალტერნატიული ფართის დაქირავების შესაძლებლობას მოგვცემს. სახალხო დამცველის აპარატი ყველა ღონეს იხმარს, რათა არ შეფერხდეს საქმისწარმოების პროცესი", - ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სრულად 
წყარო: სახალხო დამცველის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023