en
ge

ადაპტირებული საქანელას განადგურების ამბავი

თბილისი. კავშირი „საფარი" აქვეყნებს ნოდა რუხაძის ბლოგპოსტს: ადაპტირებული საქანელას განადგურების ამბავი.
„ვინმემ თუ არ იცით, როგორ გამოიყურება ოცნებების დანგრევა, იმედების განადგურება, შრომის წყალში ჩაყრა და ძალიან დიდი უსამართლობა, ჩემთვის ასეთი სახე აქვს ამ ყველაფერს.
საქანელას ირგვლივ დაახლოებით ოცდაათამდე ადამიანია შეკრებილი. რაღაცას ხმამაღლა განიხილავენ. ისმის გინება. ხალხი ორ ნაწილად იშლება და ვხედავ ჩამოგდებულ რკინის კონსტრუქციას, რომლის ბოძები გაღუნულია, კარი – ჩამოღებული, ჯაჭვები – მიმოფანტული და რაც ყველაზე მეტად მიკვირს დღემდე, – მიწიდან ამოგდებულია ბეტონის ჩარჩოები, რაზეც წესით უნდა იდგეს მთლიანი კონსტრუქცია.
საბოლოოდ, როგორც გავიგე, საქანელა მოსახლეობის თხოვნით საპატრულო სამსახურის თანამშრომლებმა ჩამოხსნეს, შემდეგ კი მის განადგურებაზე სკვერში მყოფმა ხალხმა იზრუნა. სხვა ვერსიებმაც გაიჟღერა", ნათქვამია ბლოგპოსტში.
სრულად...
წყარო: sapari.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023