en
ge

ინტერნეტში განთავსებულ ინფორმაციაზე წვდომა V. დავიწყების უფლება

თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს ბლოგპოსტს: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილება: ინტერნეტში განთავსებულ ინფორმაციაზე წვდომა V. დავიწყების უფლება.
„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, მიმდინარე წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით  საქმეზე „მ.ლ და ვ.ვ გერმანიის წინააღმდეგ" (M.L. and W.W. v. Germany) დაადგინა ბალანსი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით დაცულ პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებასა და მე-10 მუხლით დაცულ გამოხატვის თავისუფლებას შორის.
გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია პერსონალური მონაცემების შემცველ ინფორმაციაზე წვდომის უფლების კუთხით. აღნიშნული გადაწყვეტილებით ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უპასუხა იმ კითხვებს, რომლებიც დარჩა 2017 წლის 27 ივნისის  მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდგომ  საქმეზე Satakunnan Markkinapörssi Oy and Satamedia Oy v. Finland", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
სრულად...
წყარო: idfi.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023