en
ge

რეგიონული სამუშაო შეხვედრა

სამცხე-ჯავახეთი. „სტერეოტიპების რღვევის" კამპანიის კომუნიკაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შექმნის პროექტის ფარგლებში, დემოკრატ მესხთა კავშირში, რეგიონული სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, მედიის წარმომადგენლები და სამოქალაქო განათლების პედაგოგები ესწრებოდნენ.
„ღონისძიება დაიგეგმა, პროექტ „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” -ს ფარგლებში, რომელიც არის, ევროკავშირის და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტი, რომელსაც ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით. კონსორციუმში შედიან: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი. პროექტის გრძელვადიანი მიზანია, ხელი შუწყოს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გარემოს გაუმჯობესებას, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, გაზარდოს მათი ანგარიშვალდებულება მოქალაქეების მიმართ და განამტკიცოს კაშირები სხვა აქტორებთან", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023