იმერეთი. PITA ქუთაისის ახალგაზრდულმა ცენტრმა დაიწყო საზაფხულო თემატური სკოლის „ბუნების გულშემატკივრები" განხორციელება.
„თემატურ სკოლაში, ბავშვები გაივლიან სწავლების კურსს ეკო საკითხებზე და ნარჩენების რეციკლირების თემაზე. შეხვედრები სახალისოა და დატვირთულია სხვადასხვა სახის შემეცნებითი სავარჯიშოებით. თემატური სკოლის მონაწილეებს საშუალება აქვთ შემეცნებითი აქტივობების გამოყენებით მიიღონ განათლება და აიმაღლონ ცნობიერება ნარჩენების მართვაზე. 5 დღის განმავლობაში ბავშვები მიიღებენ ინფორმაციას ისეთ მნიშვნელოვან და საინტერესო თემებზე, როგორიცაა: რას ვუწოდებთ ნარჩენებს, როგორ აბინძურებს გარემოს ნარჩენები, გარემოს დაბინძურების ძირითადი წყაროები, ნარჩენების დახარისხებული შეგროვება, გადამუშავების სიმბოლო, რისგან მზადდება კომპოსტი, კომპსოტის გამოყენება, რისი დამზადება შეიძლება ნარჩენების გადამუშავებით", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში