en
ge

სსო-ები ტყიბულის ქვანახშირის საწარმოში მომხდარი შემთხვევების შემსწავლელი კომისიის შექმნას მოითხოვენ

თბილისი. ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები მიმართავენ პარლამენტს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით. მან უნდა შეისწავლოს და შეაფასოს 2006 წლიდან დღემდე, ტყიბულში, შპს „საქნახშირი ჯიაიჯი ჯგუფის" მფლობელობაში არსებულ შახტებში ადამიანის სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების გამომწვევი ყველა საწარმოო შემთხვევა. ასევე, მიმდინარე გამოძიების ეფექტიანობის და ობიექტურობის საკითხი.
„საგამოძიებო კომისიამ უნდა შეისწავლოს არა მხოლოდ საწარმოს სხვადასხვა დონის მენეჯმენტის სამართლებრივი პასუხისმგებლობის, არამედ ამ საქმეების გამოძიების პროცესში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის თანამშრომლების მიერ სავარაუდო სამოხელეო თუ სხვა დანაშაულის ჩადენის საკითხი. კონკრეტულად, კერძო კომპანიის შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების მიმართ მათი მაღალი ლოიალობა, ობიექტური გამოძიების სტანდარტების დაუცველობა და სხვა სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებები", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
სრულად...
წყარო: emc.org.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023