en
ge

EMC - ნარკოპოლიტიკისა და ახალი საკანონმდებლო ჩარჩოს აუცილებლობის თაობაზე

თბილისი. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" (EMC) საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით გამოტანილ გადაწყვეტილებებსა და საქართველოს პარლამენტის წინაშე ამ კუთხით არსებულ გამოწვევებს აფასებს.
„საქართველოს პარლამენტი ამ დრომდე არ ასრულებს მასზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას - განსაზღვროს ახალი ნარკოპოლიტიკა ქვეყანაში. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები, ერთი მხრივ, არის ფრაგმენტული (სასამართლო ვერ გაცდება მის კომპეტენციას და ვერ განსაზღვრავს მთლიანად ნარკოპოლიტიკას), მეორე მხრივ კი, ისინი ხშირ შემთხვევაში აჩენს არასწორ მოლოდინებს მოქალაქეებში. ასეთ პირობებში კი, მნიშვნელოვნად რთულდება ნარკოტიკის მოხმარებით გამოწვეულ რისკებზე და პრობლემებზე ეფექტიანი ღონისძიებების გატარება. საქართველოს პარლამენტმა უარი უნდა თქვას პასიურ როლზე, რა დროსაც ის ფაქტობრივად ელოდება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებს და არ იღებს რეალურ პასუხისმგებლობას. ამის ნაცვლად, პარლამენტში აქტიურად უნდა წარიმართოს მუშაობა როგორც სასამართლოს გადაწყვეტილებებით წარმოშობილი საკანონმდებლო ვაკუუმების შესავსებად, ასევე ზოგადად, სისტემურად ახალი ნარკოპოლიტიკის შემუშავების მიზნით", - აღნიშნულია EMC-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სრულად 
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023