თბილისი. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა" (EMC) მოამზადა ვიდეომასალა „ჰესები პანკისის ხეობაში", რომელშიც საუბარია იმ ეკოლოგიურ და სოციალურ ზიანზე, რასაც, მწვანე აქტივისებისა და ექსპერტების აზრით, პანკისის ხეობაში დაგეგმილი ჰესების კასკადის მშენებლობა მოიტანს.
„ბოლო წლებში, პანკისის ხეობაში ორი ჰესი - „ხადორი 1" და „ხადორი 2" აშენდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ჰესებმა ხეობის ეკოსისტემას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა. მომავალში, ხეობაში დამატებით სამი ჰესის მშენებლობა იგეგმება - „ხადორი 3"-ის, „სამყურისწყალი 1" და „სამყურისწყალი 2"-ს. „ხადორი 3"-ის მშენებლობაზე ნებართვა უკვე გაცემულია, თუმცა, კომპანიას სამშენებლო სამუშაოები ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობის გამო შეჩერებული აქვს", - აღნიშნულია EMC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი