en
ge

სახალხო დამცველი: უსინათლო პირებისთვის კომუნიკაციის პრობლემები არსებობს

თბილისი. საქართველოს სახალხო დამცველმა უსინათლო პირისთვის ბრაილის შრიფტის ან ალტერნატიული ფორმის მეშვეობით კომუნიკაციაზე ხელმისაწვდომობის არარსებობა დისკრიმინაციად შეაფასა და მთავრობის ადმინისტრაციას შესაბამისი რეკომენდაციით მიმართა.
სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის კანცელარიის თანამშრომელმა უსინათლო განმცხადებელს უარი უთხრა ბრაილის შრიფტით შედგენილი განცხადების ჩაბარებაზე. სანაცვლოდ, განმცხადებლის თანმხლებ პირს შესთავაზა, მოემზადებინა განცხადების ტიპური შრიფტით შედგენილი ვერსია, რომლსაც ჩაიბარებდნენ. სახალხო დამცველის მოსაზრებით, ეს უსინათლოთა სპეციფიური საჭიროებების უგულვებელყოფას და ირიბ დისკრიმინაციას წარმოადგენს.
სრულად 
წყარო: სახალხო დამცველის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)