en
ge

სახალხო დამცველი: თბილისში შშმ პირებისთვის პარკირების წესი დისკრიმინაციულია

თბილისი. საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის განსაზღვრული პარკირების წესი დისკრიმინაციულად მიიჩნია და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეკომენდაციით მიმართა.
როგორც სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, 2016 წელს განხორციელებული კანონმდებლობის ცვლილების შედეგად, მანქანის შშმ პირთათვის განკუთვნილ პარკირების ადგილზე გაჩერების უფლებით სარგებლობა მხოლოდ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის გახდა შესაძლებელი. სახალხო დამცველმა აღნიშნული საკითხი შეზღუდული შესაძლებლობის სამედიცინო მოდელის კონტექსტში განმარტა და მიიჩნია, რომ სპეციალური პარკირების ადგილით სარგებლობის მიზნისთვის, შესაბამისი პირები ერთმანეთთან უნდა გათანაბრდნენ არა მათთვის მინიჭებული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის, არამედ ამ უფლებით სარგებლობის ინდივიდუალური საჭიროების გათვალისწინებით.
სრულად 
წყარო: სახალხო დამცველის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)