en
ge

EMC: საბანკო ვალდებულებები და უსახლკარობა

თბილისი. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" (EMC) აქვეყნებს განცხადებას, რომელიც ქვეყანაში არსებულ საბანკო ვალდებულებებსა და მისგან გამოწვეულ უსახლკარობას ეხება.
„ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობის საფუძველზე, იპოთეკით დატვირთული საცხოვრისიდან გამოსახლების შედეგად დამდგარი უსახლკარობის პრობლემა საქართველოში მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. დაურეგულირებელი ურთიერთობები საბანკო და საკრედიტო სუბიექტებთან, უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი, განათლებისა და ჯანდაცვის სერვისების არასათანადო ხარისხი და სხვა სახის პოლიტიკების სისუსტე ან არარსებობა მნიშვნელოვნად ამწვავებს ამ კუთხით არსებულ მდგომარეობას - საქართველოში საბანკო ვალდებულებებზე დამოკიდებულების ზრდის მაჩვენებლები საგანგაშოა. სახელმწიფოს მიერ სათანადო მხარდაჭერის გარეშე დარჩენილი ოჯახები სესხის აღებას განიხილავენ, როგორც მძიმე ეკონომიური მდგომარეობიდან თავის დაღწევის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გზას. აღნიშნულ მსჯელობას ამყარებს საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემები, რომლის თანახმადაც, 2018 წლის ივნისის მდგომარეობით, ფიზიკურ პირებზე გაცემული უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების რაოდენობრივი მაჩვენებელი 8 162 997 ერთეულია, მაშინ როდესაც 2013 წლის ივნისის მდგომარეობით, აღნიშნული მაჩვენებელი 1 727 354 ერთეულს შეადგენდა. საყურადღებოა მსოფლიო ბანკის 2016 წლის მონაცემებიც რომლის მიხედვითაც, საქართველოში ყოველ 1000 ადამიანიდან 724 პირს სასესხო ვალდებულება გააჩნია. აღნიშნული მკვეთრად უარყოფითი მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებს და მხოლოდ სინგაპურისა და თურქეთის მონაცემებს ჩამოუვარდება", - ვკითხულობთ განცხადებაში.
სრულად 
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023