en
ge

IDFI: საგარეო საქმეთა სამინისტროს საეჭვო შესყიდვა

თბილისი. „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა" (IDFI) მოამზადა კვლევა სარეზერვო ფონდის ხარჯვასთან დაკავშირებით. დოკუმენტის მიხედვით, გამოვლენილ პრობლემებს შორის ერთ-ერთი მთავარი გაუმჭვირვალე შესყიდვები და თანხების არაეფექტიანი განკარგვის რისკი იყო. IDFI-ს განსაკუთრებული ყურადღება საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიპყრო.
„კვლევის ფარგლებში დავაკვირდით ყველა სახელმწიფო უწყებას, რომელმაც მიიღო თანხა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან არაფორსმაჟორული ხარჯის გასაწევად. ჩვენი ყურადღება მიიქცია საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთმა შესყიდვამ", - ვკითხულობთ IDFI-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, - „საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ლეონიძის ქ. N3-ში მდებარე შენობა-ნაგებობის ადაპტაცია-ცვლილების და საპროექტო სამუშაოს შესყიდვა შეიცავს რისკებს, რომლებიც აღნიშნულ შესყიდვას საეჭვოს ხდის. კერძოდ: შესასყიდ სამუშაოზე ელექტრონული ტენდერი არ გამოცხადდა; დადებული ხელშეკრულება არაა ატვირთული სახელმწიფო შესყიდვების მონაცემთა ბაზაში; ხელშეკრულება გაფორმდა კომპანიასთან, რომელიც დაარსდა ხელშეკრულების ხელმოწერამდე 1 დღით ადრე; კომპანიის მფლობელსა და შემსყიდველი უწყების მინისტრის მოადგილეს შორის არის ნათესაური კავშირი; კომპანიას ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი წლის განმავლობაში მონაწილეობა არ მიუღია სხვა სახელმწიფო შესყიდვაში".
სრულად 
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)