en
ge

თანატოლთა განათლების ტრენინგი წყალტუბოს საჯარო სკოლაში

იმერეთი. ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის №4 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ჩაატარა ტრენინგ-სემინარი თემაზე: „სამოქალაქო ინტერესების დაცვა’’. ტრენინგი დაეთმო ახალგაზრდების მონაწილეობას სამოქალაქო საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებში და მათ როლს დემოკრატიული მოვლენების განვითარებაში, აგრეთვე იმას თუ როგორი უნდა იყოს აქტიური მოქალაქე და რა არის მოხალისეობა. ტრენინგის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ვიდეო რგოლების საშუალებით ეხილათ ქართული და უცხოური ადვოკატირების წარმატებული მაგალითები. თანატოლთა განათლების ტრენინგი ორგანიზებული იქნა „საქართველოში ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების" პროექტის (ANI) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)