en
ge

1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა

1 ოქტომბერს, ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე აღინიშნება.
„ხანდაზმულთა დღის აღნიშვნის მიზანია კიდევ ერთხელ შეახსენოს საზოგადოებას ხანდაზმულთა პრობლემები. ხანდაზმულთა უფლებების სათანადოდ რეალიზება დღემდე გამოწვევად რჩება საქართველოში, დაბალია მათი სოციალური დაცვის ხარისხი, დიდი ნაწილი ცხოვრობს სიღარიბეში, არასაკმარისია სახელმწიფო პროგრამები და სერვისები.
ჩვენი ორგანიზაცია 500-ზე მეტ ხანდაზმულს აერთიანებს. ამ 9 წლის განმავლობაში, რაც ჩვენი ორგანიზაცია არსებობს, ხანდაზმულთა სოციალურ-ეკონომიური გაძლიერებისკენ მიმართული არაერთი პროექტი განვახორციელეთ. ხანდაზმულებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ უფასო იურიდიული დახმარება, ფუნქციონირებდა ხანდაზმულთა კლუბი, საგანმანათლებლო ტრენინგ ცენტრი. ჩვენ ვეხმარებოდით ხანდაზმულებს, რომლებიც მზად იყვნენ წამოეწყოთ მცირე ბიზნესი. ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით 70-ზე მეტი ბენეფიციარი მცირე გრანტით დაფინანსდა, 1300 ბენეფიციარმა სხვადასხვა საგანმანათლებლო ტრენინგების გაიარა", ნათქვამია ღირსეული სიბერის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023