en
ge

ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის სარჩელის განხილვა

თბილისი. 2 ოქტომბერს, 16:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის სარჩელის განხილვა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ.
„საქმე შეეხება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის, ასევე აქციაში მონაწილე სხვა პირების შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების უკანონოდ შეზღუდვას.
კერძოდ კი, 2018 წლის 26 სექტემბერს, თბილისში, პარლამენტის წინ ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ ორგანიზებულ აქციაზე, აქციის მონაწილეებმა გადაწყვიტეს აქციის გასაგრძელებლად გამოეყენებინათ მშვიდობიანი შეკრების კონკრეტული ფორმა და პარლამენტის შენობის წინ, ტროტუარზე, იმ სივრცეში რომელიც ხელს არ შეუშლიდა მოქალაქეების თავისუფალ გადაადგილებას დაედგათ კარავი.
თუმცა, პოლიციის თანამშრომლებმა აქციის მონაწილეებს უკანონოდ არ მისცეს შესაძლებლობა ესარგებლათ შეკრების ამ ფორმით, დაშალეს კარვის კონსტრუქცია, აქციის მონაწილეებს ჩამოართვეს კარვები და არ მისცეს შესაძლებლობა, პროტესტის ამ ფორმით გაგრძელების შესაძლებლობა, რითიც პოლიციის მიერ განხორციელდა მშვიდობიანი შეკრების უფლებაში მოხდა უხეში ჩარევა", ნათქვამია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ვებგვერდზე.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023