en
ge

ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე

გურია. 1 ოქტომბერს, „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან" არსებულმა ლიდერთა სკოლისა და ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე აღინიშნეს.
„ამ დღის აღსანიშნად ლიდერთა სკოლის მოსწავლეებმა, ქალაქ ოზურგეთში ხანდაზმულებს სიმბოლურად თაიგულები გადასცეს. ეს აქცია მიზნად ისახავდა თაობებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას და ხანშიშესული ადამიანების მიმართ პატივისცემის გამოხატვას.
სიმბოლურმა საჩუქარმა ხანდაზმულების დადებითი ემოციები გამოიწვია, ზოგიერთი მათგანისთვის ამ დღის არსებობაც სიურპრიზი იყო", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023