en
ge

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ სამდივნოს განცხადება

„საერთაშორისო გამჭვირვალობის" სამდივნო, საზოგადოებრივი ორგანიზაციების მისამართით გახშირებული სიტყვიერი თავდასხმების გამო, შეშფოთებას გამოხატავს და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
„2018 წლის 3 ოქტომბერს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" განაცხადა, რომ მედიის მიერ გავრცელებული აუდიო ჩანაწერები მიუთითებდა საქართველოში თამბაქოს ბაზრის კონტროლის მიზნით შექმნილი სქემის არსებობაზე, რომლის საშუალებითაც სარგებელი უნდა მიეღოთ მაღალი თანამდებობის პირებს, მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას" და მოსამართლეებს. მას შემდეგ, რაც ჩანაწერები გავრცელდა და წამყვანმა სამოქალაქო ორგანიზაციებმა მოუწოდეს საქართველოს მთავრობას, დაეწყო გამოძიება აღნიშნულ ბრალდებებთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, სავარაუდოდ ყურადღების გადატანის მიზნით, სამოქალაქო ორგანიზაციების, მათ შორის „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელებს ფაშიზმის თანამონაწილეები უწოდა", - . ქართული სამოქალაქო ორგანიზაციების კოალიციამ მოგვიანებით მოუწოდა ირაკლი კობახიძეს, რომ თავი შეიკავოს უსაფუძვლო ბრალდებებისგან და უზრუნველყოს კორუფციასა და არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებული ბრალდებების სრულფასოვანი გამოძიება" - ვკითხულობთ განცხადებაში, - „ისევე, როგორც მისი ეროვნული ორგანიზაცია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა" ფიქრობს, რომ 28 ოქტომბრის არჩევნების წინა პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ თავი შეიკავოს უსაფუძვლო ბრალდებებისგან, რომლებმაც შეიძლება შეაფერხონ სამოქალაქო სექტორის სამუშაო პროცესი არჩევნებზე დაკვირვებისას. მთავრობამ ასევე უნდა უზრუნველყოს მაღალი დონის კორუფციის იმ შესაძლო შემთხვევების სრულფასოვანი გამოძიება, რომლებზეც გავრცელებული აუდიო ჩანაწერები მიუთითებენ".
სრულად 
წყარო: https://www.transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023