en
ge

ვაჟა ფშაველა: შინაური ამბები

თბილისი. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) აქვეყნებს ვაჟა ფშაველას ნაშრომს: შინაური ამბები.
„დეპუტატების არჩევნებზე რომ მიდგა საქმე მესამედ, დატრიალდა ჯარასავით გამარჯვებას ჩვეული დასი ეგრედ წოდებულ სოციალ-დემოკრატებისა. ათადან-ბაბადან ესეა მიღებული, რომ სუფრის თავს ხშირად ის წამოსკუპდება ხოლმე, ვინც უფრო ფეხმარდია, გაძრომგამოძრომა ეხერხება და, უკაცრავად კი ვიქნებით, თავაზიანობაზეც კი მწყრალად გახლავთ და ეთიკა- მორალს აგრე რიგად პატივს არა სცემს. ასეა თუ ისე, გამარჯვებულმა კვლავ გაიმარჯვა. ავირჩიეთ ჭირისუფლად ერისა კარლო ჩხეიძე. ვინ იყო ბატონი ჩხეიძე, რომელსაც თავისი ბედი ანდო აღმოსავლეთმა საქართველომ, თითქმის არავინ იცოდა შინაურებისა და
მეგობრების გარდა. სახელიც უცნაური ჰქონდა, ქართველის ყურს ეხამუშებოდა.
დიახ, ქართლში რომ ეს ამბებია, კახეთში უარესობაა. საქართველო დღეს წააგავს მსუქან დუმას, გარეშე კაცი მიეტანა ამ დუმას და ნელ-ნელა ათლის კაი-კაი ნაჭრებს. უფრო მდაბიოდ რომ მოგახსენოთ, ჩვენი ტერიტორია სხვის ხელში გადადის და ჩვენ, ქართველები, ამ დუმის თლას ან მიწაწყლის გადასვლას სხვის ხელში როდის ვეწინააღმდეგებით სასტიკად, როგორ ეკადრება ასეთი საქციელი ჩვენს კეთილშობილებას! დეპუტატ კარლოსის პროფესორებიც გაჯავრდებიან, აი თქვე შოვინისტებოო, განა სულ ერთი არ არის ვის ხელში იქნება ქართლ-კახეთის ავლადიდება, ქართველისა, თუ სხვისაო. ოღონდაც, რომ სულ ერთია და აკი ამისთვის
ბატონმა კარლო ჩხეიძემ თავი დაანება დეპუტატობას და პოლონელების განვითარებას მიჰყო ხელი," ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
სრულად...
წყარო: gdi.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023