en
ge

ხელისუფლების მიერ დაანონსებული პროგრამები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას წარმოადგენს

თბილისი. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) აქვეყნებს ბლოგპოსტს: ხელისუფლების მიერ მეორე ტურის წინ დაანონსებული პროგრამები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას წარმოადგენს.
„ახალი პროექტების დაპირებები, რომელთა შესახებ არჩევნების პირველ ტურამდე ცნობილი არ ყოფილა, ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ეს ინიციატივები არჩევნების პირველი ტურის შედეგებს უკავშირდება და მათი მიზანი არჩევნების მეორე ტურში მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატისთვის ამომრჩეველთა მხარდაჭერის მოპოვებაა. ჩნდება განცდა, რომ ხელისუფლებაში მყოფი პარტია - „ქართული ოცნება", რომელსაც ხელი მიუწვდება ყველა სახის ადმინისტრაციულ რესურსზე, ცდილობს მისი მხარდაჭერილი კანდიდატის გამარჯვების შანსი ფინანსური და აღსრულებითი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით გაზარდოს. ამ ფონზე, სალომე ზურაბიშვილის დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით რეგისტრაცია მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს და ზღვარი მმართველ პარტიასა და ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიას შორის ფაქტობრივად აღარ არსებობს," ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
სრულად...
წყარო: www.isfed.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023