en
ge

„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება

თბილისი. „კონსტიტუციის 42-ე მუხლი" ეხმაურება ა/წ წლის 12 ნოემბერს პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც მასზე და მის შვილებზე ხორციელდება სიცოცხლის მოსპობის მუქარა.
„მნიშვნელოვანია, გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე საქართველოს შს სამინისტროს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე და 151-ე მუხლებით დაწყებული გამოძიება სწრაფად და ეფექტურად ჩატარდეს და მოხდეს მუქარის განმახორციელებელ პირთა იდენტიფიცირება. ამასთან, საკითხისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, საგამოძიებო ორგანოებმა, გამოძიების მიმდინარეობისა და პროგრესის შესახებ საზოგადოებას პერიოდულად მიაწოდონ ინფორმაცია", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023