en
ge

PHR-მა გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს მიმართა

თბილისი. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) ბავშვის მიმართ სხეულებრივი დასჯის ფაქტზე გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს მიმართავს.
„2018 წლის აპრილში, ორგანიზაციას სამართლებრივი დახმარების მიზნით მომართეს 5 წლის ბავშვის მშობელმა. მათი განცხადებით, 2017 წლის იანვარში ბავშვი მასწავლებლის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა, რის შესახებაც პოლიციას შეატყობინეს; სამართალდამცავებისთვის შეტყობინებას შედეგი არ მოჰყოლია.
PHR-მა აღნიშნულ საქმეზე რამდენჯერმე მიმართა სამართალდამცავ ორგანოს ეფექტური გამოძიების წარმოების მოთხოვნით, თუმცა, უშედეგოდ. ამ დრომდე, გამოძიებამ ვერ უზრუნველყო ბავშვისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაც კი. ამასთანავე, სახელმწიფომ რეაგირების გარეშე დატოვა საბავშვო ბაღის მასწავლებელთა მხრიდან ბავშვის მიმართ განხორციელებული სავარაუდო ძალადობის შეუტყობინებლობის ფაქტი, რასაც საქართველოს მთავრობის დადგენილება ავალდებულებს," ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
სრულად...
წყარო: phrgeorgia.wordpress.com

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023