en
ge

EMC-ის განცხადება შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

თბილისი. შეზღუდული შესაძლებლობების პირების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) განცხადებას ავრცელებს.
„1992 წლიდან, 3 დეკემბერს, მსოფლიოს მასშტაბით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღე აღინიშნება. თარიღის დაწესება მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის უკეთ გარანტირებას, ასევე, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას აღნიშნულ პირთა უფლებრივი მდგომარეობის თაობაზე, მათ შორის, იმ დისკრიმინაციისა და გარიყვის შესახებ, რასაც ისინი საუკუნეების განმავლობაში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით განიცდიდნენ”, - ვკითხულობთ განცხადებაში, - „საქართველომ გაეროს კონვენციის რატიფიცირება ჯერ კიდევ 2014 წელს მოახდინა. თუმცა, ამ დრომდე, ვერ შეძლო, ამ სფეროში არსებული ძირეული და არსებითი ხასიათის გამოწვევებისათვის სათანადოდ ეპასუხა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეალური თანასწორობის, ღირსეული ცხოვრებისა და თვითრეალიზაციის მიმართულებით მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება".
სრულად 
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023