en
ge

ბლოგ-პოსტი: „მოდით, დავიწყოთ ბოდიშით!“

თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აქვეყნებს ორგანიზაციის იურისტის, მიხეილ ჯახუას ბლოგ-პოსტს, რომელიც სარალიძისა და მაჩალიკაშვილის საქმეებს შეეხება.
„ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის შვილების საქმეების გამოძიების მოთხოვნით 2018 წელს ჩატარდა არაერთი საპროტესტო აქცია. ისინი პერიოდულად ცდილობდნენ აქციის საჭიროებებიდან გამომდინარე კარავი გაეშალათ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, თუმცა მათი ყველა მცდელობა შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღკვეთა და კარვები ჩამოართვა. სამინისტროს მხრიდან აქციისთვის ხელშეშლის გამო ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა მიმართეს სასამართლოს. სასამართლოში დავა შეეხებოდა მარტივ კითხვას: შეიძლება თუ არა კარვის გამოყენებით აქციის ჩატარება? კარვის გაშლისათვის შსს წინააღმდეგობის კანონიერების შეფასებაზე დავას სასამართლო ნაცვლად კანონით დადგენილი 3 დღისა, 2 თვის განმავლობაში განიხილავდა. საბოლოოდ საქმის განხილვა ისე შეწყდა სასამართლომ მარტივ კითხვაზე პასუხის ნაცვლად, გამოხატვის თავისუფლებისთვის დამაზიანებელი ბევრად მეტი კითხვა გააჩინა", - ვკითხულობთ ბლოგ-პოსტში.
სრულად 
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023