en
ge

საკონსტიტუციო სასამართლომ საია-ს სარჩელი დააკმაყოფილა

აჭარა. 2018 წლის 14 დეკემბერს, საკონსტიტუციო სასამართლომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 56-ე მუხლის მე-5 პუნქტის ნაწილი არაკონსტიტუციურად სცნო. კერძოდ, ის სიტყვები, რომელიც, ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულის საქმეებზე, პირის დაზარალებულად ცნობასთან დაკავშირებით ზემდგომი პროკურორის უარის სასამართლოში გასაჩივრებას კრძალავდა.
საია იცავდა მოსარჩელის გ.გ-ს ინტერესებს და მიიჩნევდა, რომ სადავო ნორმით დაწესებული შეზღუდვა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რამდენადაც პირს არ ქონდა შესაძლებლობა, ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულის საქმეებზე, სასამართლოს გზით გაესაჩივრებინა უფლებაშემზღუდველი აქტი - პროკურორის დადგენილება დაზარალებულად ცნობაზე უარის თქმის შესახებ.
სრულად 
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023