თბილისი. პანკისის ხეობის ადგილობრივი მაცხოვრებლების სახელით, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა" (EMC) კიდევ ერთი ჰესის მშენებლობის საკითხზე დავა დაიწყო.
დავა შეეხება ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ხეობაში მდინარე სამყურისწყალზე, შ.პ.ს. ,,ფერი"-ს მიერ დაგეგმილი 26.28 მვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის ,,სამყურისწყალი 2 ჰესი"-ს მშენებლობას, რომელზეც სახელმწიფოს მიერ შესაბამისი ნებართვების გაცემა ადგილობრივი მოსახლეობის სათანადო ჩართულობისა და კვლევების გარეშე განხორციელდა.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი