სამეგრელო. 21 დეკემბერს, ასოციაცია „ათინათის" ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით, ზუგდიდში გაიმართა აქცია - ერთი თბილი დღე ქუჩაში მომუშავე მოსახლეობისთვის.
აქტივობა მიმდინარეობდა ზუგდიდში, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე. ქალაქის მცხოვრებლებს, ახალგაზრდები დიდი მონდომებით უმასპინძლდებოდნენ უფასო ცხელი ჩაითა და ყავით, ორცხობილებით. ხალხმა მადლიერება გამოხატა და პოზიტიურად შეხვდა ახალგაზრდების მიერ განხორციელებულ ინიციატივას", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში