თბილისი. მედიის განვითარების ფონდი (MDF) აქვეყნებს „მითების ლაბორატორიის" მეოთხე ჯგუფის კონკურსის პირველადგილოსანი კონკურსანტის, თაკო მეზვრიშვილის მასალას: მავთულხლართებიანი საინფორმაციო ბადე. „ამ ბოლო დროს ხშირად ლაპარაკობენ აგვისტოს ომზე, თითქოს თავიდან გაიხსნა ჭრილობა და ყველა თავის პოზიციას აფიქსირებს, ვინ დაიწყო ომი? 10 წლის შემდეგაც კი აქტუალური კითხვაა, ერთი შეხედვით მარტივი ჭეშმარიტება, კვლავ ეჭქვეშაა, წინასაარჩევნო ცხარე დებატებიც სწორედ ამ თემაზე შედგა. ალბათ, საკმაოდ დიდი მონდომებაა იმისთვის საჭირო, რომ საქართველოს მოყვარული ადამიანებიც კი დააეჭვო და ათქმევინო, რომ ომი საკუთარ ტერიტორიაზე თავად დაგვიწყია. მაშინ, როდესაც ჩვენ ომის წამომწყების ვინაობაში ეჭვი გვეპარება, მტერს არ სძინავს და ახალი დეზინფორმაცია ვრცელდება, ახლა უკვე ლუგარის ლაბორატორიაზე", ნათქვამია ბლოგპოსტში.
წყარო: sainformaciobade.tilda.ws
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)