en
ge

„ინფორმირებული მოსახლეობა - ეფექტური ხელისუფლება“

გურია. პროექტის „ინფორმირებული მოსახლეობა - ეფექტური ხელისუფლება" ფარგლებში სამაუწყებლო კომპანია „გურიამ" პირველი თოქ-შოუ ჩაატარა. მას საპრეზენტაციო ხასიათი ჰქონდა და მასში იმ აქტივობებზე იყო საუბარი, რომელსაც პროექტში „დემოკრატიული მმართველობა საქართველოში" ოზურგეთის მუნიციპალიტეტიდან მონაწილე სუბიექტები განახორციელებენ. გადაცემაში მოწვეულნი იყვნენ: MSI Georgia-ს კოორდინატორი გურია-იმერეთში, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების - საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის და საქართველოს თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის წარმომადგენლები. სტუდიაში მოწვეულმა სტუმრებმა ისაუბრეს პროექტის მიზნებსა და ამოცანებზე და იმ მოლოდინებზე, რაც მათ აქვთ ამ პროექტის მიმართ.
პროექტის ფარგლებში სამაუწყებლო კომპანია „გურიას" დაგეგმილი აქვს კიდევ 11 თოქ-შოუს მოწყობა, ასევე შემეცნებითი გადაცემებისა და რეპორტაჟების მომზადება.


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)