შიდა ქართლი. რეგიონებში დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიის (2019-2025) პროექტის განხილვის მეორე ეტაპი გრძელდება. „საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (NALAG), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, გორში შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანია, ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებებს შორის დეცენტრალიზაციის საკითხებზე დიალოგის წარმართვა და დეცენტრალიზაციის ახალ სტრატეგიაში ადგილობრივი ხელისუფლების ინტერესების გათვალისწინება. დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების შემდეგ, პროექტის განხილვა უკვე განხორციელდა მცხეთაში, რუსთავში და თელავში. ხვალ კი, ანალოგიური შეხვედრა ახალციხეში გაიმართება,” ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)