en
ge

„კოალიცია თანასწორობისათვის“ გმობს სიძულვილის ენის გამოყენებას

„კოალიცია თანასწორობისათვის“ გმობს სიძულვილის ენის გამოყენებას

თბილისი. „კოალიცია თანასწორობისათვის" გმობს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სამუშაო ჯგუფის სხდომაზე სიძულვილის ენის გამოყენებას. „სამუშაო ჯგუფის სხდომაზე განსაკუთრებული მსჯელობის საგანი გახდა დეპუტატ ემზარ კვიციანის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რაც ითვალისწინებს პასუხისმგებლობის დაწესებას საჯარო სივრცეში მუსლიმი ქალის ტრადიციული თავსაბურავის - ნიქაბის და ბურქას ტარებისათვის". კანონპროექტთან დაკავშირებით, საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სამმართველოს უფროსმა მირტაგი ასადოვმა საკუთარი სათქმელი აზერბაიჯანულ ენაზე გამოხატა. მან დეპუტატობის მოვალეობის დარღვევად მიიჩნია კანონპროექტის ინიცირება. კვიციანმა კი ქართული ენის არცოდნა მისი მარგინალიზაციის საშუალებად გამოიყენა. სხდომის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძემ არ აღკვეთა სიძულვილის ენის გამოყენების ფაქტი და თავადაც აჰყვა კვიციანს აგრესიული განცხადებებით. „მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, დაიცვან პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის მოთხოვნები და არ გამოიყენონ სიძულვილის ენა. იმავდროულად, შესაბამისი კომიტეტის თუ პლენარული სხდომის თავმჯდომარემ დროული რეაგირება მოახდინოს დეპუტატის მიერ ეთიკის კოდექსის დარღვევის აღსაკვეთად ან მომავალში მის თავიდან ასაცილებლად. ამასთანავე, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, დროულად დააკომპლექტოს ეთიკის საბჭო, რათა ერთი მხრივ, სამართლებრივი შეფასება მიეცეს ამ ფაქტს, ხოლო მეორე მხრივ, მომავალში თავიდან იქნეს აცილებული მსგავსი შემთხვევები", ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.

სრულად...

წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023