თბილისი. ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" აქვეყნებს ბლოგპოსტს, რომლის თანახმადაც, ბავშვის მიმართ ძალადობის ფაქტები 10% გაიზარდა, ხოლო შსს-თან რეფერირების მაჩვენებელი 28%-ით შემცირდა. „განსაკუთრებით მწვავედ ხასიათდება ბავშვის მიმართ ოჯახში ძალადობა, რაც უკავშირდება ბავშვის მიმართ უგულებელყოფისა და ძალადობის სხვა ფორმების გამოვლენას და განმეორებითი ძალადობისგან დასაცავად დროულ რეაგირებას. ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კვლავ რჩება ძალადობის მსხვერპლი ბავშვების რეაბილიტაციის სერვისების არარსებობა. კვლავ მაღალია ბავშვთა სქესობრივი თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების მაჩვენებელი და სკოლებში ბავშვების მიმართ ძალადობის შემთხვევები", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: phrgeorgia.wordpress.com
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)