აჭარა. ბათუმის ახალგაზრდული ცენტრის ეკოკლუბის ინიციატივით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაიმართა შეხვედრა „ნარჩენების მართვის თანამედროვე ტექნოლოგიები”. „შეხვედრაზე ისაუბრეს თუ რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველო, რა მნიშვნელობა აქვს ნარჩენების მართვას გარემოს დაცვის მიმართულებით. ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებები; როგორი უნდა იყოს თანამედროვე ნაგავსაყრელი და როგორ უნდა დავახარისხოთ ნარჩენები”, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)