თბილისი. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გადაწყვეტილებით Newpost-ის, News.coa-ს და Alia.ge-ს ჟურნალისტებმა ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპი დაარღვიეს. „ქარტიას განცხადებით მარიამ ჯიქიამ მომართა. სადავო მასალები ფოკაში მომხდარ შემთხვევას ეხება, სადაც თანასოფლელის სახლი გადაწვეს. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ მასალების შინაარსი ქსენოფობიური ხასიათისაა, რაც ახალისებდა დისკრიმინაციას. ასევე, გავრცელდა არასწორი ინფორმაცია და არ იყო წარმოჩენილი ყველა მხარის პოზიცია", ნათქვამია ქარტიის ვებგვერდზე.
წყარო: qartia.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)