თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ინფორმაციის თანახმად, წალენჯიხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირთა ნაწილი დეკლარაციებს არასრულად ავსებს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" თანამდებობის პირთა 20-ზე მეტი ქონებრივი დეკლარაცია შეისწავლა. შედეგად, დეკლარაციების არასრულად შევსების 6 ფაქტი გამოვლინდა, რაც წარმოადგენს კანონდარღვევას - საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის თანახმად თანამდებობის პირი ვალდებულია დეკლარაციაში სრულად ასახოს ინფორმაცია საკუთარი და ოჯახის წევრების როგორც ქონების, ასევე სამეწარმეო საქმიანობის შესახებ", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: www.transparency.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)