თბილისი. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ, ოფიციალურ ცერემონიაზე თბილისში, კონკურსის - „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2018", გამარჯვებულები დააჯილდოვა. ექვსი საპრიზო კატეგორია მოიცავდა - ბეჭდურ, სამაუწყებლო, ონლაინ და ფოტო ჟურნალისტიკას. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ, ასევე, გასცა სპეციალური პრიზი კონფლიქტების მიმართ სენსიტიურ ჟურნალისტიკაში, რომელიც ნდობის აღდგენასა და მშვიდობის დამკვიდრებას უწყობს ხელს. საკონკურსო განაცხადები უნდა ყოფილიყო გამოქვეყნებული ან გაშუქებული 2017 წლის 2 ნოემბრიდან 2018 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით ქართულ, ინგლისურ ან რუსულ ენებზე. კონკურსისთვის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში, განაცხადები ასევე მიღებულ იქნა აფხაზურ და ოსურ ენებზე.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)