თბილისი. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) აქვეყნებს იაკობ გოგებაშვილის ანდერძს. „თუ „წერა-კითხვის საზოგადოება" რაიმე განსაკუთრებულ გარემოებათა გამო იძულებული შეიქნება შესწყვიტოს თავისი არსებობა, საქმეების ლიკვიდაციის დროს საზოგადო კრებამ საკუთრების უფლება ჩემს სახელმძღვანელოებსა და წიგნებზე, აგრეთვე სახალხო-საგანმანათლებლო კაპიტალზე უნდა გადასცეს რომელიმე მნიშვნელოვან ქართულ დაწესებულებას. იმ აუცილებელი პირობით, რომ წიგნების წმინდა მოგება და სახალხო-საგანმანათლებლო კაპიტალის სარგებელი გამოყენებულ იქნეს სწორედ იმ დანიშნულებისათვის, რომელიც გამოხატულია ამა ჩემს ანდერძში."
წყარო: gdi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)