აჭარა. სასტუმრო ჰილტონში CENN, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, სატყეო პროექტის გახსნის შეხვედრა გაიმართა.
„შეხვედრის მიზანი იყო სატყეო დარგის პრიორიტეტული მიმართულებები. ასევე განიხილეს უწყებათშორისი და საზოგადოებრივი დიალოგის ხელშეწყობა დარგში არსებული პრობლემების გადაჭრისა და ადგილობრივი ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარებისათვის.
პროექტი ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის ხორციელდება CENN-ის მიერ ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით. პროექტი მიზნად ისახავს ადგილობრივი შემოსავლის წყაროების დივერსიფიკაციის ხელშემწყობი გარემოს შექმნას და ეკოლოგიური რისკების შემცირებას ტყის მართვის გაუმჯობესების, სოფლად მდგრადი ენერგეტიკული გადაწყვეტილებების, ბუნებრივი კატასტროფების შემცირების, განათლების, ცნობიერების ამაღლების, ქალთა დასაქმების შესაძლებლობების გაზრდისა და ამ საკითხებზე ეფექტიანი უწყებათაშორისი კოორდინაციის ხელშეწყობას", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში