კახეთი. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ორგანიზებით 18 ივნისს ლაგოდეხში გაიმართა ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების და ჟურნალისტების შეხვედრა თემაზე: საზოგადოებრივი ორგანიზაციები და საზოგადოება, გამოწვევები და პერსპექტივები. შეხვედრის მიზანი იყო საზაგადოებრივი ორგანიზაციების ეფექტურობის გაზრდისადა საზოგადოებასთან კომუნიკაციის გაუმჯობესების ხელშეწყობა.შეხვედრაზე ნაჩვენები იქნა დოკუმენტური ფილმი, რომელიც ასახავს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების მდგომარეობას. ფილმის მიზანია, ფართო საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენოს თუ რა როლი და ფუნქცია აქვს ამ სექტორს მთლიანად საზოგადოების ცხოვრებაში და განვითარებაში. როგორ მოვიდა დღემდე, რა ხდება დღეს და რა პერსპექტივები და გამოწვევებია მის წინაშე. გარდა ამისა,შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის საინტერესო საკანონმდებლო სიახლეების შესახებ (არასამეწარმეო იურიდიული პირების დაბეგვრა; სახელმწიფო გრანტები და ა.შ.) შეხვედრაზე გაიმართა დისკუსია, რომელიც შემდეგ გაგრძელდა ადგილობრივი ტელევიზიის (ლტვ-ს) ეთერში, გადაცემა „ქვაკუთხედის" ფარგლებში.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)