en
ge

„კოალიცია თანასწორობისათვის“ სოფიო კილაძის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს

თბილისი. „კოალიცია თანასწორობისათვის" მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, იმოქმედოს პარლამენტის წევრისათვის დადგენილი ეთიკის კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად.
„აღსანიშნავია, რომ სოფიო კილაძე არაერთი სამუშაო ჯგუფის შეხვედრისას თუ კომიტეტის სხდომებზე იყენებს ადამიანის უფლებებთან შეუსაბამო გამონათქვამებს და მისი მოქმედებით აჩვენებს აშკარა მიუღებლობას განსხვავებული მოსაზრებებისა თუ კრიტიკის მიმართ.
„კოალიცია თანასწორობისათვის" სოფიო კილაძეს შეახსენებს, რომ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის სტატუსი მას ავალდებულებს, საჯარო პოზიციონირებისას აჩვენოს ადამიანის უფლებების მიმართ პატივისცემა და ხელი შეუწყობს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა საკანონმდებლო პროცესებში ჩართვას", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
სრულად...
წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023