ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ, პროექტ „სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ევროკავშირთან ასოცირების პროცესის შესახებ საზოგადოებაში ინფორმირებულობის გაზრდა" ფარგლებში, მარტვილისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების მოსახლეობისთვის საინფორმაციო შეხვედრები გამართა.
„საინფორმაციო შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია, როგორც ასოცირების შესახებ შეთანხმების 21-ე თავით გათვალისწინებული საკითხებისა და მისი თანმდევი სამართლებრივი აქტების შესახებ, მათ შორის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის განვითარების 2014-2021 წლების სტრატეგიის შესახებ.
ასევე შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა თვითმმართველობაში მოქალაქეთა თანამონაწილეობის მნიშვნელობაზე, შესრულებულ პროექტებზე, საქართველოს რეგიონული განვითარების ახალ პროგრამაზე.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში