კახეთი. მოქალაქეთა ჩართულობისა და კერძო სექტორთან დიალოგის პრაქტიკა თელავის მუნიციპალიტეტში IDFI-იმ თელავის საკრებულოსა და მერიასთან თანამშრომლობით პირველი რეგიონული საჯარო დისკუსია გამართა.
შეხვედრას კერძო სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიური წრეების და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ინიციატივის ფინანსური მხარდამჭერია პროგრამა „მმართველობა განვითარებისთვის (G4G) საქართველოში”.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში