en
ge

ვებგვერდი: კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში

თბილისი. რონდელის ფონდი წარმოგიდგენთ ახალ საინფორმაციო-ანალიტიკურ გვერდს „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში".
„პროექტის მიზანია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლის მიერ განხორციელებული პოლიტიკის შესახებ გადაწყვეტილების მიმღებების, ანალიტიკური ცენტრების, ექსპერტებისა და მედია საშუალებების წარმომადგენლების ინფორმირებულობის უზრუნველყოფა”.
პროექტის ფარგლებში ხელმისაწვდომია საინფორმაციო-ანალიტიკური შინაარსის მასალები შემდეგ თემებზე:
• რუსეთში მოღვაწე საჯარო მოხელეები და უწყებები, რომლებიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში კრემლის პოლიტიკის ფორმირებასა და განხორციელებაზე არიან პასუხისმგებელნი;
• რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, ორმხრივ ურთიერთობებში განვითარებული მნიშვნელოვანი მოვლენების ქრონოლოგია;
• მხარეებს შორის გაფორმებული ორმხრივი შეთანხმებები;
• აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის მაღალჩინოსნების მიერ განხორციელებული ვიზიტები;
• აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლის პოლიტიკის განხორციელებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი სიახლეები.
სრულად...
წყარო: ფონდის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023