თბილისი. სასტუმრო „რედისონში", ფორუმი - აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ვიშეგრადის ქვეყნები დეზინფორმაციის წინააღმდეგ გაიმართა.
„ინფორმაციული ტექნოლოგიების ერაში, დეზინფორმაციასთან ბრძოლასა და თანამედროვე მედია გარემოს გამოწვევებთან გამკლავებაზე სადისკუსიოდ ფორუმზე უცხოელი და ქართველი ექსპერტები შეიკრიბნენ.
ფორუმის მუშაობაში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ნინო ბოლქვაძეც ჩაერთო. პანელზე „დეზინფორმაცია, როგორც გლობალური საფრთხე დემოკრატიისთვის?" ნინო ბოლქვაძემ პროპაგანდასთან საბრძოლველად ნატოსა და ევროკავშირის ხედვებსა და სტრატეგიული კომუნიკაციების როლზე ისაუბრა", ნათქვამია ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: საინფორმაციო ცენტრის გვერდი სოციალურ ქსელში