en
ge

ტრენინგი წილკანის დევნილთა დასახლებაში მცხოვრებთათვის

მცხეთა–მთიანეთი. ცენტრმა „აფხაზეთმა”  ბინათმესაკუთრეთა და მობინადრეთა ამხანაგობების შექმნისა და მართვის თემაზე ორდღიანი ტრენინგი წილკანის დევნილთა დასახლებაში ჩაატარა. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ისეთი საკითხების ირგვლივ როგორიცაა: პრობლემების იდენტიფიკაცია, ადვოკატირება და ეფექტური კომუნიკაცია. ტრენინგის დროს გამოვლენილ ძირითად პრობლემურ საკითხებს შორის აღსანიშნავია: წყლის მიწოდება და სანიტარული ნორმების დაცვა, ნარჩენების დასუფთავება, შიდა გზები და სათავსოები. ეს ის საკითხებია, რომელთა მოგვარების კუთხით იმუშავებენ მომავალში ამხანაგობები.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)