en
ge

მერია ხანდაზმულთა პანსიონატების საზოგადოებრივი ტრანსპორტით უზრუნველსაყოფად მუშაობს

თბილისი. ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" დაიწყო ხანდაზმულთა საკითხების შესწავლა, რისთვისაც სისტემატიურ ვიზიტებს ახორციელებს საქართველოში არსებულ ხანდაზმულთა პანსიონატებში მოხუცების უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით.
„ვიზიტების დროს, ერთ-ერთ მძიმე პრობლემად ინფრასტრუქტურული პირობები გამოვლინდა. დაწესებულებებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი შენობამდე არ აღწევს, რაც იქ მცხოვრებ მოხუცებს გადაადგილების და ჯანმრთელობის დაზიანების მნიშვნელოვან რისკებს უქმნის. გადაადგილებისას დაფიქსირდა ჯანმრთელობის დაზიანების რამდენიმე მძიმე შემთხვევა.
აღნიშნული პრობლემების აღმოფხვრის თხოვნით, PHR-მა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას განცხადებით მიმართა. პასუხად, ორგანიზაციას დაუკავშირდა თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურის წარმომადგენელი, რომელმაც ოფიციალურად გვაცნობა, რომ მუშაობა დაწყებულია, ადგილზე მოინახულეს ობიექტები და უახლოესი პერიოდის განმავლობაში შესაბამისი სატრანსპორტო მარშრუტის დასაგეგმად ცვლილებები განხორციელდება, რაც ხანდაზმულებს მისცემს საშუალებას, უპრობლემოდ შეძლონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
სრულად...
წყარო: phrgeorgia.wordpress.com

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023